საქართველოს ყავის იმპორტი 56%-ით გაუძვირდა - სად და რამდენად ვყიდულობთ

საქართველოს ყავის იმპორტი 56%-ით გაუძვირდა - სად და რამდენად ვყიდულობთ

11-05-2025 13:05
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1169

საქართველოში ყავის იმპორტი 8.8%-ით შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში იმპორტირებულია 1 689 ტონა ყავა, რომლის ღირებულებამაც 11.2 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის იმავე პერიოდში ქვეყანაში 7.87 მილიონი დოლარის ღირებულების 1 853 ტონა მოხალული ან მოუხალავი ყავა შემოვიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს წელს მარტში ყავის იმპორტი 56%-ით გაუძვირდა. უფრო კონკრეტულად, 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე შარშან 4.25 დოლარი იყო, წელს კი ფასმა 6.63 დოლარს მიაღწია.

2025 წლის იანვარ-მარტში ყავის იმპორტი ძირითადად შემდეგი 5 ქვეყნიდან ხორციელდებოდა:

  • ინდონეზია - 3.8 მილიონი აშშ დოლარის 764 ტონა;
  • ვიეტნამი - 1.56 მილიონი აშშ დოლარის 288 ტონა;
  • რუსეთი - 2.25 მილიონი აშშ დოლარის 261 ტონა;
  • იტალია - 1.3 მილიონი აშშ დოლარის 106 ტონა;
  • ბრაზილია - 315 ათასი აშშ დოლარის 57 ტონა.


მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე