საქართველოში, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ტაქსის მომსახურება 1 კმ-ზე გაანგარიშებით, ყველაზე ძვირია. მონაცემებს Numbeo აქვეყნებს.
უფრო კონკრეტულად, 98 ქვეყანას შორის საქართველო 69-ე ადგილს იკავებს. მონაცემების მიხედვით, 1 კმ-ზე ტაქსის მომსახურების საშუალო ფასი 74 ცენტს შეადგენს.
მეზობელ ქვეყნებს შორის, საქართველოს შემდეგ ტაქსი ყველაზე ძვირი თურქეთშია. ამ შემთხვევაში 1 კმ-ზე საშუალო ფასი 67 ცენტს უტოლდება, რითაც თურქეთი 76-ე ადგილს იკავებს.
79-ე ადგილს იკავებს აზერბაიჯანი ტაქსის სიძვირით, სადაც საშუალო ფასი 1 კმ-ზე 59 ცენტია. მას მოსდევს 89-ე ადგილზე მყოფი რუსეთი 33 ცენტით.
მონაცემები აჩვენებს, რომ მეზობელ ქვეყნებს შორის ტაქსი ყველაზე იაფი სომხეთშია. Numbeo-ს თანახმად, 1 კმ-ზე საშუალო ფასი აქ 32 ცენტია.
ცნობისთვის, Numbeo ტაქსის ტარიფების შესახებ მონაცემები ეფუძნება როგორც ოფიციალურ, ისე მძღოლებთან შეთანხმებით მიღწეულ ფასებს. მონაცემები მიწოდებულია სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებლების მიერ და მოიცავს პოპულარულ ტერიტორიებზე, მაგალითად ტურისტულ ობიექტებთან და აეროპორტებთან მგზავრობის დროს არსებულ ფასებს.