საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს „ობჩა“ დაემატა

საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს „ობჩა“ დაემატა

4 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, რაც ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის. გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“ შპს „იმერული ღვინის ასოციაციამ“ მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ღვინოების წარმოების სპეციფიკაციის მომზადებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ საკითხებში ღვინის ეროვნული სააგენტო „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარებისა და ქართული ღვინის აღნიშვნების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მონაწილეობდა.

„ობჩა მშრალი ღვინოა, რომელიც შეიძლება იყოს ქარვისფერი ან წითელი. მიკროზონა მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტში და მოიცავს ქალაქ ბაღდათსა და სოფლებს: პირველი ობჩა, მეორე ობჩა, დიმი, როკითი, ფერსათს, რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან 120-420 მეტრის ფარგლებშია.

ღვინო ქარვისფერი ობჩა შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ობჩის მიკროზონაში მოწეული ცოლიკოურის ჯიშის ყურძნიდან. დასაშვებია ციცქას და/ან კრახუნას ჯიშის ყურძნის გამოყენებაც 15 %-ის ფარგლებში.

ღვინო წითელი ობჩა შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ობჩის მიკროზონაში მოწეული ოცხანური საფერეს ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.

ობჩის ნიადაგის მორფოლოგია და მიკროზონის კლიმატი, აისახება ღვინო ობჩას მაღალ ხარისხისაზე.

პოსტი ნახა: 60


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!