საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს

საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს

17 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო

საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მიმდინარე შეხვედრაზე უკრაინულ მხარეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და სამხედრო თანაშემწე პავლო პალისა წარმოადგენენ.

აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ ვიტკოფი შედიან.

პოსტი ნახა: 272


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!