გლდანის მეოთხე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა

გლდანის მეოთხე მიკრორაიონში რეკრეაციული სივრცე ეწყობა

19-02-2025 16:09
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1184

გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N110–N112 კორპუსებთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაოები ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე განხორციელდება.

„გლდანის რაიონის გამგეობამ კიდევ ერთი პროექტის განხორციელება დაიწყო. კერძოდ, მეოთხე მიკრორაიონის N110–N112 კორპუსებთან რეკრეაციული სივრცე ეწყობა. საუბარია ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზე. ამ ადგილას, მოსახლეობასთან შეთანხმებით, იხსნება უკანონო შემოღობვები და ტერიტორია სრულად კეთილმოეწყობა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ადგილობრივებს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. რაც გაკეთდება, ამ ინფრასტრუქტურას, პირველ რიგში, თქვენ და თქვენი შვილები გამოიყენებთ. მოეწყობა ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე. ყველაფერი მოეწყობა ჩვენი მიდგომის შესაბამისად: სკვერში იქნება მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნესზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები – დაიგება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ყველა თაობის ადამიანმა დაისვენოს, განიტვირთოს, ივარჯიშოს და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე