სემეკმა „თელასი“ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო 56 200 ლარით დააჯარიმა

სემეკმა „თელასი“ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო 56 200 ლარით დააჯარიმა

26-09-2025 21:05
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 263

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 56 200 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზს წარმოადგენს კომპანიის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა. ამის შესახებ ინფორმაციას სმეკი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მომხმარებელთა განცხადებების საფუძველზე სემეკში წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ სს „თელასის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების უხეშ დარღვევებს. კერძოდ, რიგ შემთხვევებში უგულებელყოფილი იყო უსაფრთხოების ნორმები, არაჯეროვნად სრულდებოდა კომპანიის ფუნქცია-მოვალეობები. ასევე, სს „თელასის“ მიერ უგულებელყოფილი იყო სემეკის მოთხოვნები.

საჯარო სხდომაზე სს „თელასს“ დაევალა დაფიქსირებული დარღვევების გამოსწორება. ამასთანავე, მიეცა გაფრთხილება, რომ დარღვევების განმეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია კომპანიას დააკისროს გაორმაგებული ჯარიმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე