სერგეი ლავროვი ალასკაზე დაგეგმილ აშშ-რუსეთის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

სერგეი ლავროვი ალასკაზე დაგეგმილ აშშ-რუსეთის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

4 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 229

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ალასკაზე დაგეგმილ აშშ-რუსეთის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ალექსეი ფადეევზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დიახ, შემიძლია დავადასტურო, რომ სერგეი ლავროვი პარასკევს, ალასკაზე დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს“, - განაცხადა ფადეევმა ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართება. ამერიკული მედიის ცნობით, შეხვედრა ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე ჩატარდება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე