სერიალ „ალესილი კეპების“ ფილმს გადაიღებენ

სერიალ „ალესილი კეპების“ ფილმს გადაიღებენ

19-02-2025 18:05
კატეგორიები: სხვა ამბები

ეკრანებზე სერიალ „ალესილი კეპების“ ფილმი გამოვა. როგორც BBC წერს, ინფორმაცია მწერალმა და პროდიუსერმა სტივენ ნაითმა დაადასტურა.

მან BBC-თან ინტერვიუში თქვა, რომ ფილმისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ფანტასტიკურად მიმდინარეობს და ეს იქნება „საუკეთესო დასასრული „ალესილი კეპების“ ისტორიისთვის“.

„ჯერ არაფერი დასრულებულა. მოდით ასე ვთქვათ, ამის დაანონსების უფლება არ მაქვს, მაგრამ... უბრალოდ გეუბნებით, რომ „ალესილი კეპების“ სამყარო გაგრძელდება“, - განაცხადა სტივენ ნაითმა.

პოსტი ნახა: 3679


გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე