შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

5 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ეუთო-ს აქტიური წევრია და დადებითად შეაფასა ეუთო-სთან თანამშრომლობა.

ფერიდუნ სინირლიოღლუს თქმით, ეუთო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას საქართველოში.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე, პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობასა და შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე.

„შეხვედრაზე, აგრეთვე, განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ეუთო-სა და ქალაქ ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე მაისურაძემ და პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პოსტი ნახა: 162


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე