თეა ახვლედიანმა გაერო-ში ბურუნდის რესპუბლიკის, ქუვეითის სახელმწიფოს, ლესოთოს სამეფოსა და ნეპალის ფედერალური დემოკრატიული რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

თეა ახვლედიანმა გაერო-ში ბურუნდის რესპუბლიკის, ქუვეითის სახელმწიფოს, ლესოთოს სამეფოსა და ნეპალის ფედერალური დემოკრატიული რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

5 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა სამუშაო სადილის ფორმატში შეხვედრა გამართა გაერო-ში ბურუნდის რესპუბლიკის, ქუვეითის სახელმწიფოს, ლესოთოს სამეფოსა და ნეპალის ფედერალური დემოკრატიული რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლებთან.

სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოხატა საქართველოში ვიზიტით მყოფ დიპლომატებთან, მათი ქვეყნების მხრიდან საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

თეა ახვლედიანმა ელჩებს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით.

სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება. ამასთან, თეა ახვლედიანმა ისაუბრა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო ხედვებზე, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

თავის მხრივ, ელჩები მიესალმნენ საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას და სახელმწიფო მინისტრის აპარატს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

პოსტი ნახა: 122


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე