შალვა პაპუაშვილი - ვულოცავ ალექსანდრე კარტოზიას გერმანიაში საქართველოს ელჩად დანიშვნას - სამწუხაროა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები ამჟამად წარმოუდგენლად დაბალ დონეზეა, ისინი უნდა დაუბრუნდეს სათანადო დინამიკასა და მოცულობას

შალვა პაპუაშვილი - ვულოცავ ალექსანდრე კარტოზიას გერმანიაში საქართველოს ელჩად დანიშვნას - სამწუხაროა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები ამჟამად წარმოუდგენლად დაბალ დონეზეა, ისინი უნდა დაუბრუნდეს სათანადო დინამიკასა და მოცულობას

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 101

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ალექსანდრე კარტოზიას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად დანიშვნას ულოცავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, დოქტორი კარტოზია, როგორც მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე, დიდად დაფასებულია როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში, სადაც, აკადემიური მოღვაწეობის გარდა, იგი დაჯილდოვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენით.

,,გულითადად ვულოცავ პროფესორ დოქტორ ალექსანდრე კარტოზიას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად დანიშვნას. ის ფაქტი, რომ დოქტორი კარტოზია, როგორც მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე, დიდად დაფასებულია როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში, სადაც, აკადემიური მოღვაწეობის გარდა, იგი დაჯილდოვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დამსახურების ორდენით - დამსახურების ჯვრით, ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მთავრობა ამ დანიშვნას.

არ არსებობს გერმანიასთან კავშირის მქონე ქართველი და საქართველოსთან კავშირის მქონე გერმანელი, რომლებმაც არ იციან ორი ქვეყნის ურთიერთობებში მისი როლის შესახებ. სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ დოქტორი კარტოზია ყოველთვის იყო გერმანიაში საქართველოს ელჩი, ოფიციალურ დანიშვნამდეც კი. აღნიშნული პირადი და აკადემიური კვალიფიკაცია უდიდეს უპირატესობას წარმოადგენს ნებისმიერი ელჩისთვის, რათა იყოს ნამდვილი ხიდი და არა კედელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში.

სამწუხაროა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები ამჟამად წარმოუდგენლად დაბალ დონეზეა. ისინი უნდა დაუბრუნდეს სათანადო დინამიკასა და მოცულობას, რომელიც ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, ეროვნული სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ლეგიტიმურობის პრინციპების ურთიერთპატივისცემის საფუძველზე დაიწყო”, - წერს შალვა პაპუაშვილი X-ზე.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე