რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - გასულ ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 47 უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - გასულ ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 47 უკრაინული დრონი გაანადგურეს

22-03-2025 15:48
კატეგორიები: მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე 47 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

„გასული ღამის განმავლობაში მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 47 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

უწყების ცნობით, თავდაცვის სისტემებმა 12 დრონი ვორონეჟის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 11 ბელგოროდის, 7 შავი ზღვის, 6 როსტოვის ოლქის, 4 ვოლგოგრადის, 3 ასტრახანის, თითო-თითო ბრიანსკის, კურსკის, სამარას ოლქებისა და აზოვის ზღვის თავზე.

პოსტი ნახა: 645


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე