უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 100 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 22 მარტის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 179 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 100 თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 63 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეს, ხარკოვის, სუმისა და კიევის ოლქები დაზარალდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.