შოვში, სტიქიის ზონაში, მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 13 ადამიანია დაღუპული.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. სტიქიის ზონიდან, 210 ადამიანია გამოყვანილი. ადგილზე ამ დრომდე უწყვეტი სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.