„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ, 28 მარტს, პარლამენტთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
უფრო კონკრეტულად საქმე ეხება 28 მარტს ელენე ხოშტარიას ადმინისტრაციული წესით დაკავებას, რის შემდეგაც პოლიტიკოსი 24-საათიანი ვადის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს.
გადაწყვეტილებას ზვიად ცეკვავა გამოაცხადებს.
თავად ელენე ხოშტარია პროცესს არ ესწრება.