აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში გამგზავრებას არ გეგმავს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩასვლა არ გამორიცხა.
„ხვალინდელი დღე სრულად დაკავებული გვაქვს, მაგრამ მზად ვარ, შევცვალო გრაფიკი, რათა გადავარჩინო სიცოცხლეები“, – აღნიშნა ტრამპმა მანამდე.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში იმყოფება. 13 მაისს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა, 14 მაისს კატარს ეწვია და შეხვედრებს 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულებს.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში მოლაპარაკებებზე წარდგენილი დელეგაციის შემადგენლობა დაასახელა. სიიდან ირკვევა, რომ თურქეთში თავად ვლადიმერ პუტინი არ ჩავა.