ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სამი მოზარდიდან ერთ-ერთის მდგომარეობა, რომელმაც თავის ქალის მძიმე ტრამვა მიიღო, მძიმეა. ამ წუთებში მას ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება.
მეორე 15 წლის მოზარდი რომელიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა, სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქუთაისში გადაჰყავს, რადგან ზუგდიდში არაა რეანიმაციის ბავშვთა განყოფილება. ოპერაციის შემდგომ მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ იგეგმება 14 წლის მოზარდის გადაყვანაც.
მესამე მოზარდის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, მას მუცლის ღრუს დაზიანებები და კიდურების მოტეხილობა აღენიშნება, თუმცა მას ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა და ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, მიკროავტობუსი სამ მოზარდს დაეჯახა, რომლებიც გზაზე გადადიოდნენ..მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.