📍 „სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ - აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით
გარდა ამისა, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და კონსტიტუციური ორგანოების წინააღმდეგ მოტივით ჩადენილი დანაშაული. ამ დროს თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასჯელის მოსახდელი ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულის მინიმალურ ვადას.
ცვლილებები კომიტეტის წევრებს კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ გააცნო.
💬“ეს არის ექსტრემიზმთან დაკავშირებული საკითხი, რაც პროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს დაისვა. მოიყვანეს გერმანიის მაგალითი, როცა პირები კონსტიტუციურ ორგანოებს და კონსტიტუციურ წყობილებას არ აღიარებდნენ. მათი გაერთიანება 20 ათასს ადამიანს მოიცავდა. ისინი სხვებსაც მოუწოდებდნენ, რომ კონსტიტუციურ ორგანოებს და კანონმდებლობას არ დამორჩილებოდნენ, რაც კონსტიტუციურ წყობილებას საფრთხეს უქმნიდა. ამიტომაც დადგა კონკრეტული ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის საკითხი, ხოლო მათი ხელმძღვანელის შემთხვევაში, რომელიც თავს მეფედ წარმოაჩენდა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ - აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით
პოსტი ნახა: 24
წინა ახალი ამბავი
ადვოკატი - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას
შემდეგი ახალი ამბავი
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმოები გამოავლინეს.