ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმოები გამოავლინეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფიზიკური პირი ლ. ა.-ს (მის: გრიგოლ ხანძთელის ქ. N11, ბოლნისი) რძის გადამამუშავებელ საწარმოში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს.
მათივე ცნობით, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში; პროდუქტები იწარმოებოდა ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით, პასტერიზაციისა და სათანადო დეზინფექციის გარეშე. სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ დაილუქა რძის შემცველი პროდუქტები, ეგრეთ წოდებული „ერბო“, „ნადუღი“, „კარაქი“, ასევე გამოვლინდა საეჭვო წარმომავლობის რძე და აღდგენილი რძე (რძის ფხვნილი).
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, ფიზიკური პირი ლ. ჯ. ყველს ამზადებდა არალეგალურ საწარმოში, რომელსაც არ ჰქონდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარება, ასევე არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა მიკვლევადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არ იცავდა ეტიკეტირების მოთხოვნებს.
აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა შპს „თეთრი დათვიც“ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში. ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები – სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა.
გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმოები გამოავლინეს.
პოსტი ნახა: 24
წინა ახალი ამბავი
„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ - აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით
შემდეგი ახალი ამბავი
"კანონში ცვლილებები შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს კონსტიტუციასთან - ომბუდსმენი მას შეაფასებს და შესაბამისი წინაპირობების შემთხვევაში, სარჩელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს" - სახალხო დამცველი