დიდი ბრიტანეთის მთავრობა არჩევნებზე ხმის მიცემის ასაკის 16 წლამდე შემცირებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
„მათ მუშაობისთვის საკმარისი ასაკი აქვთ და გადასახადების გადახდისთვის საკმარისად დიდები არიან. ვფიქრობ, რომ თუ გადასახადებს იხდი, უნდა გქონდეს იმის შესაძლებლობა თქვა, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს შენი ფული და რა მიმართულებით უნდა წავიდეს შენი მთავრობა“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა.
საარჩევნო ცვლილება დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.