ირაკლი პაპიაშვილის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა პირადი ნივთების გარდა 5 ათასი დოლარი ამოიღეს

ირაკლი პაპიაშვილის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა პირადი ნივთების გარდა 5 ათასი დოლარი ამოიღეს

11-03-2025 14:49
კატეგორიები: სამართალი

დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში ბრალდებული ბიზნესმენის ირაკლი პაპიაშვილის კუთვნილი ავტომანქანიდან ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა პირადი ნივთების გარდა 5 ათასი დოლარი ამოიღეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ, პაპიაშვილის პირადი ავტომანქანა მას შემდეგ გაჩხრიკეს, რაც მას სასამართლოს ერთ-ერთ ოთახში პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა.

ჩხრეკას ადვოკატი და თავად ბრალდებული ესწრებოდნენ.

რაც შეეხება ამოღებულ თანხას, თავად ბრალდებული ამბობს, რომ ეს ადვოკატისთვის გადასაცემი ჰონორარი იყო და ვინაიდან დაკავებას ელოდებოდა, თანხა მანქანაში ადვოკატისთვის მისაცემად ჰქონდა შენახული.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი აცხადებს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება ბრალდებულებების მხრიდან საქართველოს სახელმწიფოს საზღვრის უკანონო კვეთის შესაძლო მცდელობაზე. მისი თქმით, სწორედ ამ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ტარდება ჩხრეკაც.

პოსტი ნახა: 127


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!