სურსათის ეროვნულ სააგენტოში რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან და ასოციაციების წარმომადგენლთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა - რა განიხილეს შეხვედრაზე?

სურსათის ეროვნულ სააგენტოში რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან და ასოციაციების წარმომადგენლთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა - რა განიხილეს შეხვედრაზე?

10-04-2025 17:53
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1015
🔷 შეხვედრას, რომელშიც სექტორის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, ხაზი გაესვა ბიზნესოპერატორისა და სააგენტოს ვალდებულებებს, თანამშრომლობასა და საერთო ძალისხმევას, რაც უზრუნველყოფს სარეალიზაციო ქსელში განთავსებული რძისა და რძის პროდუქტების უვნებლობასა და საიმედოობას.
🔹 სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა ყურადღება კონტროლის მექანიზმებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებსა და სარეალიზაციო ობიექტებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა;
📍 დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3,3% შეადგინა.
გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს ნედლი რძის კვლევა სხვადასხვა მაჩვენებელზე, კერძოდ:
• ვეტერინარული პრეპარატებისა და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენი ნივთიერებების გამოსაკვლევად მიმდინარე წელს აღებული იქნება 300 ნიმუში;
• რძესა და რძის ნაწარმში ცხიმის სისუფთავის განსაზღვრისათვის - 300 ნიმუში;
ბრუცელოზზე გამოსაკვლევად - 200 ნიმუში;
• ყველში სტაფილოკოკური ენტეროტოქსინის გამოსავლენად - 50 ნიმუში;
• ყველში კუაგულაზა დადებითი სტაფილოკოკუს აურეუსის კვლევისთვის - 50 ნიმუში.
• სასმელ რძეში აფლატოქსინ M1-ის კვლევისთვის - 100 ნიმუში.
• რძესა და რძის პროდუქტებში (მათ შორის, ბავშვთა კვება) ტყვიის შემცველობის განსასაზღვრისათვის - 20 ნიმუში;
• სალმონელასა და ლისტერიას გამოსავლენად-165 ნიმუში
🍶 აღსანიშნავია, რომ რძისა და რძის პროდუქტების ნიმუშების აღება მოხდეს სათანადო წესითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, რათა გამოირიცხოს საკვლევი ნედლეულის დაბინძურება.
✅ სურსათის ეროვნული სააგენტო რძის მწარმოებელ კომპანიებს ინტენსიურად, წელიწადში საშუალოდ 10-ჯერ ამოწმებს. კონტროლი „ფერმიდან სუფრამდე” პრინციპის დაცვით მოიცავს წარმოების სრულ ჯაჭვს, ასევე ლაბორატორიულ კვლევას სხვადასხვა მაჩვენებელზე. გასულ, 2024 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 17 ათასი სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, დარღვევების მაჩვენებელმა 3,2% შეადგინა.


მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე