ტარიელ კაკაბაძე - მოვითხოვ, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს და კითხვას, თუ ვინ შეუკვეთა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა

ტარიელ კაკაბაძე - მოვითხოვ, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს და კითხვას, თუ ვინ შეუკვეთა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა

3 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 113

„მიმაჩნია, რომ საქმეში ნამდვილად არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა და სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეს მკვლელობა რომ ნამდვილად შეკვეთილია და გელა უძილაურს პირადად არ მიუღია გადაწყვეტილება, რომ ლევან ჯანგველაძე მოეკლა, ეს უტყუარად დასტურდება. გელა უძილაურს, ლევან ჯანგველაძეს ერთმანეთთან არასდროს არანაირი კვეთა, შეხება, კონფლიქტი არ ჰქონიათ. უძილაურს ინფორმაციებს აწვდიდნენ, ამ დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდნენ, მას შეუკვეთეს, რომ ლევან ჯანგველაძე უნდა მოეკლა.

რაც შეეხება იმას, ვინ შეუკვეთა, მე, როგორც დაზარალებულის ადვოკატი, მოვითხოვ, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს, გამოძიება ეფექტურად, ყოველმხრივ გაგრძელდეს და ამ კითხვას რაც შეიძლება, მცირე დროში გაეცეს პასუხი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუნ ვინ შეუკვეთა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა.

რამდენიმე თვის განმავლობაში გამოძიება იყო მიმართული არა იმისკენ, რომ ჭეშმარიტება დაედგინათ, არამედ იმისკენ, რომ დამკვეთებისთვის ხელი დაეფარებინათ და შეერაცხათ, თითქოს გელა უძილაურმა თავად მიიღო ლევან ჯანგველაძის მკვლელობის გადაწყვეტილება. გასაკვირი არ არის, რომ ძალიან ბევრი მტკიცებულება დაიკარგა და უამრავი მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვება გახდა შეუძლებელი, თუმცა მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ არსებობს რესურსი, საქმე ეფექტურად იყოს გამოძიებული და ყველა დარჩენილ შეკითხვას გაეცეს პასუხი. მას შემდეგ, რაც რამდენიმე პირი მიეცა პასუხისგებაში, ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ საქმე უკვე გამოძიებულია და ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია. თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ, ძირითადი შეკითხვა, ჯერ კიდევ არსებობს, რომელზეც პასუხი არაა გაცემული. რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებს, გიდასტურებთ, რომ მიმდინარეობს და იგეგმება სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რაზეც საზოგადოებას ეტაპობრივად ჩავაყენებთ საქმის კურსში“, - განაცხადა კაკაბაძემ.

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით გელა უძილაურია დაკავებული.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე