თურქეთში, ქალაქ იზმირის ბალკოვას რაიონში პოლიციის განყოფილებაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა და 6 ადამიანი დაიჭრა.
მედიის ინფორმაციით, დაშავებულები არიან როგორც პოლიციის თანამშრომლები, ასევე მოქალაქეები.
სამართალდამცავებმა 16 წლის ეჭვმიტანილი დააკავეს.
იზმირის მთავარი პროკურორის, ალი იელდანის განცხადებით, თავდასხმის მოტივის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.