თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ზურაბ ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომის პარალელურად, მოქალაქეები არიან შეკრებილები - პოლიციამ ადგილიდან ერთი პირი განარიდა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ზურაბ ჯაფარიძის წინასასამართლო სხდომის პარალელურად, მოქალაქეები არიან შეკრებილები - პოლიციამ ადგილიდან ერთი პირი განარიდა

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 148

„კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოქალაქეები არიან შეკრებილები.

ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები და მხარდამჭერები, რომლებიც ზურა ჯაფარიძისთვის მხარდასაჭერად არიან შეკრებილები.

აქციის მონაწილეებმა ასევე, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩა გადაკეტეს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი ადგილიდან განარიდეს.

ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ძალა, რომელიც სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული. ასევე საპატრულო პოლიციის მობილიზებაა სასამართლოს ეზოსა და შენობაშიც.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე