თბილისში ბინები გაძვირდა - რამდენად იყიდით 1 კვ.მ-ს ძველ და ახალ პროექტებში

თბილისში ბინები გაძვირდა - რამდენად იყიდით 1 კვ.მ-ს ძველ და ახალ პროექტებში

4 საათის წინ
კატეგორიები: ეკონომიკა
პოსტი ნახა: 129

თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონება გაძვირდა. კერძოდ, „ქოლიერსის“ კვლევის თანახმად, საცხოვრებელი ბინების ფასები თითქმის 14%-ით არის გაძვირებული.

უფრო დეტალურად, თუ 2025 წლის ივლისში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი ბინებისთვის 1168 დოლარს შეადგენდა, 2024 წლის იმავე პერიოდში 1026 დოლარს უტოლდებოდა.

ამასთანავე, კვლევა აჩვენებს, რომ ივლისში ძველ პროექტებში ბინების ფასი, ახალი პროექტების ფასებს აჭარბებდა. კერძოდ, 2025 წლის ივლისში 1 კვ.მ-ის ფასი ახალ პროექტებში 1 144 დოლარი იყო, ძველში კი 1 247 დოლარი.

ამასთანავე, წლიურად გაძვირებულია ბინების ფასი როგორც ძველ, ასევე ახალ პროექტებში. კერძოდ, შარშან ივლისში ძველ პროექტებში 1 კვ.მ-ს 1 150 დოლარად იყიდდით, ახალში კი 990 დოლარად.

რაც შეეხება ჯამურ გაყიდვებს, 2025 ივლისში დედაქალაქში 3 713 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4%-იან ზრდას აჩვენებს. ამავე პერიოდში ბაზრის ზომა 22%-ით გაიზარდა და 293 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე