ცნობილია, როდის ამოქმედდება ევროკავშირში შესვლა/გასვლის ახალი წესები - რას მოიცავს ცვლილებები

ცნობილია, როდის ამოქმედდება ევროკავშირში შესვლა/გასვლის ახალი წესები - რას მოიცავს ცვლილებები

6 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 185

ევროკავშირში შესვლა/გასვლის წესები იცვლება - საუბარია EES სისტემის დანერგვაზე. როგორც უკვე ცნობილია, შესვლა-გასვლის სისტემის (EES) ოპერაციების ეტაპობრივი დანერგვა 12 ოქტომბრიდან დაიწყება.

დათქმული თარიღიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნები შესვლა-გასვლის სისტემას თანდათან, ექვსი თვის ვადაში განახორციელებენ. ექვსი თვის ბოლოს კი EES-ი ევროკავშირის ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე იქნება დანერგილი.

„შესვლა-გასვლის სისტემა (EES) არის მოწინავე ტექნოლოგიური სისტემა, რომელიც ციფრულად აღრიცხავს იმ არა-ევროკავშირის მოქალაქეების შესვლას და გასვლას, რომლებიც ევროპის 29 ქვეყანაში, მათ შორის შენგენთან ასოცირებულ ქვეყნებში, მოკლე ვადით მოგზაურობენ, ახალი სისტემა, რომელიც აღრიცხავს ბიომეტრიულ მონაცემებს, მაგ., თითის ანაბეჭდები, სახის გამოსახულება და სხვა სამოგზაურო ინფორმაცია, ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ამჟამად მოქმედ სისტემას, რომელიც პასპორტში შტამპების დასმას გულისხმობს.

შესვლა-გასვლის სისტემა (EES) გამოიწვევს ევროკავშირის საგარეო საზღვრების მენეჯმენტის მოდერნიზებას და გაუმჯობესებას. ის მიაწოდებს სარწმუნო მონაცემებს საზღვრის კვეთის შესახებ, სისტემატურად გამოავლენს პირებს, რომლებიც არღვევენ ქვეყანაში დარჩენის ვადებს, და თაღლითობის შემთხვევებს დოკუმენტების და პირადი მონაცემების გაყალბებით.

ახალი სისტემა აკმაყოფილებს მონაცემთა და კონფიდენციალურობის დაცვის უმაღლესს სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს მგზავრთა პერსონალური მონაცემების დაცვას და უსაფრთხოებას“, - აღნიშნულია Eu neighbours east-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ცნობისთვის, EES (Entry/Exit System) არის ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს საზღვარზე უკანონო მიგრაციისა და უვიზო რეჟიმის რეგულაციების დარღვევის პრევენციას, ასევე, უსაფრთხოების და საზღვრის კონტროლის გაუმჯობესებას.

EES-ის მიზანია ხანმოკლე ვიზიტით ევროკავშირში შემოსავალი მოქალაქეების (მათ შორის მათიც, ვინც უვიზო მიმოსვლით სარგებლობს, ან ვიზა სჭირდება) შესვლის, გამოსვლის და დარჩენის დროის ავტომატური აღრიცხვა და თვალყურის დევნა. ახალი რეგულაციები შეეხება საქართველოსაც.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე