აშშ სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების დაფინანსებას გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ბრძანებით, აშშ „სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების, სამედიცინო მომსახურების, საკვების, თავშესაფრისა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯების უზრუნველყოფისთვის“ მიმართული ჰუმანიტარული პროგრამების დაფინანსებას გააგრძელებს.
მარკო რუბიოს განკარგულებით, დაფინანსება იმ პროგრამებს არ შეეხება, რომლებიც „აბორტს, გენდერულ პროგრამებსა და ტრანსგენდერი პირების ოპერაციებს“ უკავშირდება.
„არსებული ჰუმანიტარული დახმარების პროგრამები, რომელთა მიზანი სიცოცხლის გადარჩენაა, უნდა გაგრძელდეს, თუ მათი მუშაობა შეჩერებულია“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში.