უკრაინელმა მებრძოლებმა დონეცკის ოლქის პოკროვსკის მიმართულებით სოფელი უდაჩნოე გაათავისუფლეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პირდაპირი კონტაქტითა და იარაღის მხარდაჭერით, მტრის ყველა დასაყრდენი პუნქტი განადგურდა.
უკრაინელი მებრძოლები ორი კვირის განმავლობაში თანდათანობით წმენდდნენ სახლებს და დასახლების თავზე უკრაინის დროშა აღმართეს.