„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის 5 წლამდე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება

„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის 5 წლამდე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება

26-02-2025 15:56
კატეგორიები: პოლიტიკა

„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება.

„ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც არსებული ინფორმაციით, აშშ-ში მოქმედი FARA-ს სიტყვა-სიტყვითი თარგმანია, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილები ახლავს თან.

სისხლის სამართლის კანონმდებლობას ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვით, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის გაზაფხულზე მიღებული, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მასში ასახული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ადმინისტრაციული ჯარიმების დაკისრებას ითვალისწინებს.

პოსტი ნახა: 648


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე