ზურაბ ჩხაიძე - მზია ამაღლობელს უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი, მაგრამ  პენიტენციურში დაბრუნებას ითხოვს

ზურაბ ჩხაიძე - მზია ამაღლობელს უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი, მაგრამ პენიტენციურში დაბრუნებას ითხოვს

26-02-2025 15:51
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1075

მზია ამაღლობელს უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი შესაბამისი გაიდლაინის მიხედვით, ვაპირებდით ამ კურსის გაგრძელებას, მაგრამ ითხოვს პენიტენციურში დაბრუნებას, ჩვენ გავცემთ არსებული გაიდალინის შესაბამის რეკომენდაციას, რაც გაგრძელდება პენიტენციურ დაწესებულებაში, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც დამაკმაყოფილებელია, მას უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი გაიდლაინის შესაბამისად, ვაპირებდით ამ კურსის გაგრძელებას მაგრამ პაციენტი ითხოვს პენიტენციურში დაბრუნდეს, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას არსებული გაიდალინის შესაბამისად, რაც გაგრძელდება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“,-აღნიშნა ჩხაიძემ.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე