ვაგზლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ადგილზე თბილისის მერიის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ

ვაგზლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ადგილზე თბილისის მერიის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ

01-05-2025 13:44
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 977

ვაგზლის ბაზრობაზე გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ადგილზე თბილისის მერიის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ.

„თბილისის მერიისგან დახმარებას ვითხოვთ. აქ ვინც ვართ შეკრებილები, ყველა უბრალო ხალხი ვართ. პოლიტიკა ჩვენ არ გვაინტერესებს და არც გვესმის. ჩვენი საქმე არის ჩვენი პურის ფულის მოპოვება.

მე პირადად თბილისის მერიაში რამდენჯერმე დავრეკე, არავინ მიპასუხა. ჩვენ ველოდებით თბილისის მერიის წარმომადგენელს. მოვიდეს ვინმე მერიიდან და გვითხრას, რით დაგვეხმარება და როგორ დაგვეხმარება. მე პირადად საწყობში ტანსაცმელი მქონდა და ახლა კი მხოლოდ ბანკის ვალი დამრჩა, მეტი არაფერი.

დღეს, ჩვენ გვინდოდა იმ ადგილების ნახვა, სადაც ჩვენი საქონელი ინახებოდა, რადგან ზოგი ამბობს, რომ საქონელი მოპარულიაო… დამწვარი საქონელი ხომ უნდა ყოფილიყო! - ჩვენ ადგილზე ვერ შევედით. ამხელა ტერიტორია ისე არ დაიწვებოდა, ძალიან დიდი ტერიტორიაა“, - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

ცნობისთვის, ე.წ. ვაგზლის ბაზრობაზე, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, დღეს დილით ხმაური იყო. ხმაური და დაპირისპირება ბაზრობაზე დასაქმებულებსა და პოლიციას შორის მოხდა. დასაქმებული პირები შესვლას ითხოვდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც სასაწყობე ფართებს ფლობდნენ, რადგან მათივე განმარტებით, ხანძარს გადარჩენილი სავაჭრო საქონლის გამოტანა სურდათ.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე