ვაგზლის ბაზრობის მენეჯერი - ენით აღუწერელი ზარალი გვაქვს, გთხოვთ დახმარებას

ვაგზლის ბაზრობის მენეჯერი - ენით აღუწერელი ზარალი გვაქვს, გთხოვთ დახმარებას

01-05-2025 14:51
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 792

ყველას მივმართავ თხოვნით, რომ ვისაც შეუძლია, ეს იქნება თბილისის მერია, ბიზნესმენი, თუ ვინმეს კეთილი ნება, დამეხმაროს, რომ რაღაც ფონდი შევქმნათ ან რაღაც ტერიტორია მოგვცეს, რომ ეს ხალხი დავაკმაყოფილოთ, - ამის შესახებ ე.წ. ვაგზლის ბაზრობის მენეჯერმა, მზია ბუჩუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაზარალებულების ზარალი მასშტაბურად დიდია.

„ჩვენ ვართ ძალიან გაოგნებულები, ეს არის აღუწერელი ზარალი. ფიზიკურად ვერ ჩამოვთვლი, იმხელა ზარალთან გვაქვს საქმე. თითოეული მათგანის ცოდვით გული მიწუხს. ყველას მივმართავ თხოვნით, რომ ვისაც შეუძლია, ეს იქნება თბილისის მერია, ბიზნესმენი, თუ ვინმეს კეთილი ნება, დამეხმაროს, რომ რაღაც ფონდი შევქმნათ ან რაღაც ტერიტორია მოგვცეს, რომ ეს ხალხი დავაკმაყოფილოთ, რათა გააგრძელონ შრომა... ამიტომ თხოვნა მაქვს, რომ ტერიტორია გამოგვიყონ და ერთჯერადად რაიმე დახმარება [გაგვიწიონ]. მეც მქონდა მაღაზია და ძალიან დიდი ზარალი მაქვს. ყველაფერი ჩაიწვა”, - განაცხადა მზია ბუჩუაძემ.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე