ვლადიმერ პუტინი - ირანის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ აგრესიას არანაირი გამართლება არ აქვს

ვლადიმერ პუტინი - ირანის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ აგრესიას არანაირი გამართლება არ აქვს

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 208

ირანის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ აგრესიას არანაირი საფუძველი და გამართლება არ აქვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ირანის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ აგრესიას არანაირი საფუძველი და გამართლება არ აქვს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს ირანელი ხალხის დასახმარებლად.

„ჩვენ ირანთან დიდი ხნის, კარგი და სანდო ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვცდილობთ, დახმარება გავუწიოთ ირანელ ხალხს“, - აღნიშნა პუტინმა.

ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში გუშინ ჩავიდა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე