ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე სასამართლოში არ მივლენ - ისინი განაჩენს პარტიის ოფისში დაელოდებიან

ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე სასამართლოში არ მივლენ - ისინი განაჩენს პარტიის ოფისში დაელოდებიან

3 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 112

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქალაქო სასამართლოში, სადაც მათ საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს, არ მივლენ.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე განაჩენს პარტიის ოფისში დაელოდებიან.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული, 17:00 საათზე კი თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად სულ ცხრა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაიბარეს, მათგან საკანონმდებლო ორგანოში მისვლაზე უარი რვა პირმა განაცხადა, გამონაკლისი მხოლოდ ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარიაა, შესაბამისად, მას ამ საქმეზე ბრალდება წარდგენილი არ აქვს. რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკოსებს, მათ აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე