რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებებს თავდაცვის მინისტრისა და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეების დანიშვნის შესახებ.
„გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სემენოვიჩ სანჩიკი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნოს და მისი ამჟამინდელი თანამდებობიდან გათავისუფლდეს“, - ნათქვამია ერთ-ერთ განკარგულებაში.
ამასთან, მეორე განკარგულების თანახმად, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ანდრეი ბულიგა იქნება.