ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ბაჩიაშვილი „ვივამედში“ 11 ივლისს შეიყვანეს - ბაჩიაშვილს სხეულზე, მათ შორის თავის არეში სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა

ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ბაჩიაშვილი „ვივამედში“ 11 ივლისს შეიყვანეს - ბაჩიაშვილს სხეულზე, მათ შორის თავის არეში სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა

5 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა შემთხვევა
პოსტი ნახა: 247

“ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს, რომ პატიმრობაში მყოფი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი 11 ივლისს კლინიკაში შეიყვანეს, თუმცა როგორც ჩხაიძე აცხადებს, ბაჩიაშვილმა საავადმყოფო იმავე დღეს დატოვა.

ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ბაჩიაშვილს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა, მათ შორის თავის არეში.

როგორც ჩხაიძე აცხადებს, ბაჩიაშვილს გაეწია შესაბამისი დახმარება.

„სხვადასხვა სპეციალობის ექიმის მიერ გაისინჯა და მათივე რეკომენდაციით გაეწერა პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციური დაწესებულების ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“, - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე