ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ.

ბათუმში დაკარგულ ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ.

29-01-2025 04:25
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 2207

ბათუმში დაკარგული მოზარდი ამ დრომდე ვერ იპოვეს.

მეცხრეკლასელი ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 16 იანვრის ღამეს, 22:00 საათის შემდეგ გაუჩინარდა.

მოზარდის პირადი ნივთები, ჩანთა და ტელეფონი, ოჯახის წევრებმა ზღვის სანაპიროზე აღმოაჩინეს. დაკარგულის ძებნა ზღვაში მიმდინარეობს.

დაკარგული ბიჭის დედა, ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„მეამაყები დეე! გპირდები, ის თავისუფლება, რაც შენ გულს უნდა, გექნება! ვიცი, შენ გჯერა ჩემი. მადლობა უფალს, რომ შენი დედობა მარგუნა წილად“,– წერს ნათია დიაკვნიშვილი, რომელიც ასევე აქვეყნებს საკონტაქტო ინფორმაციას – 555 105 500.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე