იტალიაში 19 ქართველი ქალი დააკავეს - რას წერს ადგილობრივი მედია დაკავების მიზეზებზე

იტალიაში 19 ქართველი ქალი დააკავეს - რას წერს ადგილობრივი მედია დაკავების მიზეზებზე

29-01-2025 04:14
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 486

ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის იტალიაში 19 ქართველი ქალი დააკავეს. ისინი იქ მომვლელებად მუშაობდნენ. ინფორმაციას უდინეს პროკურატურა ავრცელებს.

დამატებით კიდევ 17 ქალის წინააღმდეგ საჩივარია შესული და მათ მიმართ ასევე მიმდინარეობს საქმის წარმოება.

გამოძიების დაწყების საფუძველი, ფისკალური კოდის მისაღებად, უდინეს შემოსავლების სამსახურისათვის ქართველების მიმართვიანობის მნიშვნელოვანი ზრდა გახდა

ყველა მათგანს ევროკავშირის ქვეყნების პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჰქონდათ - სლოვაკეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, რომლებიც იტალიაში ცხოვრებასა და მუშაობას არ კრძალავს.

სამართალდამცველების ცნობით, თავდაპირველად, ყალბი პირადობებით, ეს ადამიანები უდინეს შემოსავლების სააგენტოში ამზადებდნენ ფისკალურ კოდს და შემდეგ, სხვა რეგიონებში გადადიოდნენ სამუშაოდ. უდინეს საგამოძიებო უწყება დაეჭვდა, რომ დოკუმენტები ყალბი იყო.

თაღლითური სქემის დადასტურების შემთხვევაში ქართველებს იტალიიდან გამოაძევებენ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე