2024 წელს საქართველოში თამბაქოს შეძენაზე მოქალაქეებმა 1.589 მლრდ ლარი დახარჯეს

2024 წელს საქართველოში თამბაქოს შეძენაზე მოქალაქეებმა 1.589 მლრდ ლარი დახარჯეს

3 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება

2024 წელს საქართველოში თამბაქოს შეძენაზე მოქალაქეებმა 1.589 მლრდ ლარი დახარჯეს. ამის შესახებ ირკვევა საცალო ვაჭრობის სექტორის კვლევიდან.

უფრო კონკრეტულად, „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის თანახმად, 2024 წელს სწრაფად მოძრავი სამომხმარებლო საქონლის (FMCG) სექტორის შემოსავლებმა 22.7 მლრდ ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიის მიხედვით, გაყიდვების 50% დედაქალაქზე - თბილისზე, ხოლო 50% რეგიონებზე მოდიოდა.

რაც შეეხება გაყიდულ პროდუქციას, როგორც კვლევაშია აღნიშნული, სექტორის შემოსავლების ძირითადი წილი 67% საკვებზე მოდიოდა; 14% - სასმელზე; მარკეტების შემოსავლების 7% მიღებულია თამბაქოს გაყიდვებით, რაც 1.589 მლრდ ლარი გამოდის; 6% - 6% კი თანაბრად საყოფაცხოვრებო და პირადი ჰიგიენის ნივთებზე ნაწილდებოდა.

„2024 წელს FMCG ბაზარი წლიურად 6.8%-ით გაიზარდა და 22.7 მლრდ ლარს მიაღწია. კვლევაში აღნიშნულია, რომ ბრენდული ქსელები სხვა ფორმატებზე მაღალი ტემპით გაიზარდა წლიურად 14.9%-ით 9.2 მლრდ ლარამდე, ხოლო სხვა ფორმატები 1.9%-ით 13.5 მლრდ ლარამდე. შედეგად, ბრენდული ქსელების წილი 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, 37.6%-დან 40.4%-მდე გაიზარდა,“ - ნათქვამია კვლევაში.

ამავე კვლევის თანახმად, 2024 წლის მონაცემებით, ტოპ-5 კომპანიის წილი ბრენდული ქსელების ბაზრის 74.8%-ს შეადგენს. მონაცემების მიხედვით, ამ მხრივ ლიდერია „დეილი ჯგუფი“, რომლის ქვეშაც გასულ წელს ბაზრის ტოპ 20-ეულში შემავალი რამდენიმე კომპანია გაერთიანდა. კერძოდ, ერთი ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანდნენ შპს „ფუდმარტი“ (ბრენდებით „სპარი“, „იოლი“ და „კალათა“), შპს „დეილი“, შპს „გვირილა რითეილი“ („გვირილა“) და შპს „რითეილ ჯგუფი“ („მაგნიტი“). ცნობისთვის, "დეილი ჯგუფს", 2024 წელს რითეილ სექტორის 27.5% ეკავა, წინა წელს 25%, 2022 წელს კი 24.4%.

უფრო კონკრეტულად, ქსელების პროცენტული განაწილება, 2024 წლის მდგომარეობით ასე გამოიყურება:

  • დეილი ჯგუფი - 27.5%;
  • „ორი ნაბიჯი“ - 17%;
  • „ნიკორა“ - 16.4%;
  • კარფური - 10%;
  • აგროჰაბი - 3.9%;
  • დანარჩენი მაღაზიები - 25.1%.

წყარო

პოსტი ნახა: 116

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე