2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი. ქალაქებს და ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე დასახლებებს შორის სამგზავრო გადაყვანისას უნდა მოემსახუროს მხოლოდ III კლასის არანაკლებ 35 დასაჯდომი ადგილის მქონე M3 კატეგორიისა ავტობუსი, რომლის გამოშვების თარიღიდან გასულია არაუმეტეს 20 წლისა.

01-01-2026 21:31
კატეგორიები: RSS საზოგადოება
პოსტი ნახა: 189

2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი. აღნიშნულის შესახებ „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ შესახებ ტექნიკურ რეგლამენტშია ნათქვამი.

„ქალაქებს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი) და ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოემსახუროს მხოლოდ III კლასის არანაკლებ 35 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე M3 კატეგორიისა და მინიმუმ „EURO IV უსაფრთხო კატეგორიის“ ავტობუსი ან ავტობუსი, რომლის გამოშვების თარიღიდან გასულია არაუმეტეს 20 წლისა“, – ვკითხულობთ რეგლამენტში.

შეგახსენებთ, რომ საქალაქთაშორისო გადაყვანებთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი რეგლამენტი 2024 წლის განმავლობაში დამტკიცდა და ამოქმედება ეტაპობრივად 2025 წლიდან იყო დაგეგმილი. რეგულაციებს შორის იყო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 1-ლი ივნისიდან საქალაქთაშორისო გადაყვანა შორ მანძილზე მიკროავტობუსებით ვეღარ განხორციელდებოდა. თუმცა, 2025 წლის 30 მაისის დადგენილებით, ამ შეზღუდვის ამოქმედება 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა.

ფინეთის ხელისუფლებამ დააკავა სატვირთო გემი „ფიტბურგი“, რომელიც ეჭვმიტანილია ჰელსინკსა და ტალინს შორის სატელეკომუნიკაციო წყალქვეშა კაბელის დაზიანებაში.  ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, Fitburg-ი სენტ-ვინსენტისა და გრენადინების დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემია და ეკიპაჟის წევრები საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მოქალაქეები არიან. დაკავებულია ეკიპაჟის 14 წევრი.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარი არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემა საინფორმაციო სააგენტო „ფარსზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ირანის დასავლეთ პროვინცია ლორესტანში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის დროს სამი მომიტინგე დაიღუპა და 17 დაშავდა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე