ფინეთის ხელისუფლებამ დააკავა სატვირთო გემი „ფიტბურგი“, რომელიც ეჭვმიტანილია ჰელსინკსა და ტალინს შორის სატელეკომუნიკაციო წყალქვეშა კაბელის დაზიანებაში.  ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, Fitburg-ი სენტ-ვინსენტისა და გრენადინების დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემია და ეკიპაჟის წევრები საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მოქალაქეები არიან. დაკავებულია ეკიპაჟის 14 წევრი.

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო სამართალი
პოსტი ნახა: 32

31 დეკემბერს ფინეთის ხელისუფლებამ დააკავა სატვირთო გემი „ფიტბურგი“, რომელიც ეჭვმიტანილია ჰელსინკსა და ტალინს შორის სატელეკომუნიკაციო წყალქვეშა კაბელის დაზიანებაში.

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, Fitburg-ი სენტ-ვინსენტისა და გრენადინების დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემია და ეკიპაჟის წევრები საქართველოს, რუსეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მოქალაქეები არიან. დაკავებულია ეკიპაჟის 14 წევრი.

გემი სანქტ-პეტერბურგიდან ხაიფასკენ [ისრაელი] მიემართებოდა.

გემი ამჟამად ფინეთის ქალაქ კირკკონუმის პორტში იმყოფება. პოლიციამ უკვე დაკითხა ეკიპაჟის წევრები.

ფინური მედიის ცნობით, გამოძიება საწყის ეტაპზეა, ამიტომ პოლიცია ჯერ არ აზუსტებს, დაკავშირებულია თუ არა კაბელის დაზიანება რომელიმე სახელმწიფოსთან.

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, Fitburg-ი სანქციების სიებში არ არის, თუმცა მონიშნულია, როგორც „საყურადღებო გემი“, რაც არ ნიშნავს, რომ გემი ეჭვმიტანილია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში ყოფნაში, მაგრამ მიუთითებს, რომ ის საინტერესოა დასაკვირვებლად.

მედიის ცნობით, გასული წლის განმავლობაში ფინეთის ყურეში გემების მონაწილეობით რამდენიმე კაბელი გაწყდა.

2026 წლის 1-ლი იანვრიდან უცხოელ ტურისტებს საქართველოში შემოსვლისას ახალი ვალდებულება უჩნდებათ. საუბარია, ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევების დაზღვევის პოლისზე, რომლის მატერიალური ან ელექტრონული ფორმით (ქართულ, ან ინგლისურ ენაზე) ქონა, მათთვის სავალდებულო ხდება.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი. ქალაქებს და ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე დასახლებებს შორის სამგზავრო გადაყვანისას უნდა მოემსახუროს მხოლოდ III კლასის არანაკლებ 35 დასაჯდომი ადგილის მქონე M3 კატეგორიისა ავტობუსი, რომლის გამოშვების თარიღიდან გასულია არაუმეტეს 20 წლისა.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე