21 წლის ქალი მეუღლესა და მამამთილს ძალადობაში ადანაშაულებს - შსს-მ ორივე მამაკაცი დააკავა

21 წლის ქალი მეუღლესა და მამამთილს ძალადობაში ადანაშაულებს - შსს-მ ორივე მამაკაცი დააკავა

3 საათის წინ
კატეგორიები: სამართალი
პოსტი ნახა: 117

ზუგდიდში, 21 წლის ქალი მეუღლესა და მამამთილს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით ორივე პირი, მამამთილი და მისი შვილი, გუშინ დააკავეს.

რაც შეეხება თავად ფაქტს, ახალგაზრდა ქალი მედიასთან დეტალებს თავად ჰყვება და აცხადებს, რომ ძალადობის შედეგად აღენიშნება დაზიანებები.

„17 ნოემბერს, საღამოს ჩემზე იძალადეს ჩემმა მეუღლემ, დათა პაპავამ და მამამთილმა კობა პაპავამ. იქ იმყოფებოდა ჩემი მცირეწლოვანი შვილი და მისი თანდასწრებით ხდებოდა ძალადობა, ასევე იმყოფებოდა ჩემი დედამთილი ეკატერინე კოდუა, რომელმაც ატეხა კივილი, რომ ჩემთვის წაერთვათ შვილი. მაქვს დაზიანებები, სილურჯეები, ზურგის არეში ძლიერი ტკივილები“, - განაცხადა თამარ ბულიამ „ტვ პირველთან“.

ახალგაზრდა ქალის დედამთილი, ეკა კოდუა კი აცხადებს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა რძალმა მასაც მიაყენა და დაზიანებები მის შვილსაც აღენიშნება.

დედამთილის თქმით, მომხდარის მიზეზი არის ის, რომ მის რძალს „ცალკე ცხოვრება უნდოდა, სხვა არაფერი ყოფილა და ამ მიზანს რომ ვერ მიაღწია, შეთხზა ასეთი რაღაცები“.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე