25 დეკემბერს კათოლიკური, ბაპტისტური, ევანგელურ-პროტესტანტული, ხსნის არმიის, სახარების რწმენისა და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები მაცხოვრის დაბადებას ზეიმობენ.
ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს.
„იესოს დაბადებით ქრისტიანულ სამყაროში უმნიშვნელოვანესი გარდატეხა მოხდა. მაცხოვრის შობა გამორჩეული ქრისტიანული დღესასწაულია, სიყვარულის, სიახლის, სიკეთის სიმბოლო.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შობის დღესასწაულს გილოცავთ ყველას, ვინც ქრისტესშობას 25 დეკემბერს აღნიშნავთ და მშვიდობას, სიკეთესა და წარმატებებს გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.