თურქეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები დააკავეს, რომლებიც, სავარაუდოდ, თავდასხმებს გეგმავდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.  სტამბოლის პროკურატურის განცხადებით, პოლიციამ 115 ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებიც შობისა და ახალი წლის დღესასწაულებზე თავდასხმების მოწყობას გეგმავდნენ.

2 საათის წინ
კატეგორიები: RSS მსოფლიო
პოსტი ნახა: 20

„სტამბოლის პოლიციამ ინფორმაცია მიიღო, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები შობისა და ახალი წლის დღესასწაულების აღნიშვნისას თურქეთში, კერძოდ, არამუსლიმების წინააღმდეგ, თავდასხმებს გეგმავდნენ“, - განაცხადა სტამბოლის პროკურატურამ.

პროკურატურის ცნობით, პოლიციამ სტამბოლში ჩხრეკა 124 ობიექტზე ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე