4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული მამუკა ლაგუჩიძის ადვოკატი - წარდგენილ ბრალდებას არ ვეთანხმებით, ამ ეტაპისთვის ის დუმილის უფლებას იყენებს

4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული მამუკა ლაგუჩიძის ადვოკატი - წარდგენილ ბრალდებას არ ვეთანხმებით, ამ ეტაპისთვის ის დუმილის უფლებას იყენებს

09-10-2025 11:58
კატეგორიები: პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 563

ბუნებრივია, წარდგენილ ბრალდებას არ ვეთანხმებით, ამ ეტაპისთვის ის დუმილის უფლებას იყენებს, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებული მამუკა ლაგუჩიძის ადვოკატმა აიჰან ჰასანლიმ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო პროცესზე, სადაც ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებენ, აღკვეთის ღონისძიების არ გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს.

„ბუნებრივია, წარდგენილ ბრალდებას არ ვეთანხმებით, ამ ეტაპისთვის ის დუმილის უფლებას იყენებს. მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მიღებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მუხლით წარედგინა ბრალი, რაც ყველანაირ სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია.

დიდი ალბათობით, დღეს შეიტანენ განცხადებას აღკვეთის ღონისძიების შეფარებასთან დაკავშირებით და პატიმრობას მოითხოვენ.

საქმის მასალები ჯერჯერობით არ გვაქვს.

დაკავების დროს, მის მიმართ რაიმე ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა აიჰან ჰასანლიმ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 36 პირი დააკავა, რომელთა შორის, უწყების ინფორმაციით, არიან როგორც ორგანიზატორები, ასევე აქციის მონაწილეები, რომელთაც „კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს“.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.



მსგავსი სიახლეები

2 საათის წინ
4 საათის წინ
4 საათის წინ

იმის პარალელურად, რომ მმართველი გუნდი აგრძელებს ქართველი ხალხის მოტყუებას, თითქოს სურს ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვა და ნორმალიზაცია, არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება იმ მიმართულებით, რაც ევროკავშირს მისცემს შესაძლებლობას, დაიწყოს საქართველოსთან დიალოგი ჩვენ მომავალთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს მმართველი პოლიტიკური ძალა საქართველოს ყველა მოქალაქეს უქმნის საფრთხეს, რომ დაკარგოს ევროკავშირთან ამჟამად არსებული ისეთი მონაპოვარი, როგორიც ვიზალიბერალიზაციაა.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე