ადვოკატი - ჭავჭანიძე ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

ადვოკატი - ჭავჭანიძე ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

09-10-2025 12:18
კატეგორიები: პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 536

ზურაბ ჭავჭანიძე ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძის ადვოკატმა ნინო ლომინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ გადაუცია.

„ზურაბ ჭავჭანიძე ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, პირიქით, ის მოუწოდებდა, რომ ძალადობრივი ქმედებები შეეწყვიტათ.

ამ ეტაპზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ გვაქვს. ბრალის დადგენილება მოცულობითია. მისი მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და არანაირი განზრახვა არ ჰქონია, რომ რომელიმე სტრატეგიული ობიექტი ხელში ჩაეგდო",- განაცხადა ნინო ლომინაძემ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯამში 36 პირი დააკავა, რომელთა შორის არიან როგორც ორგანიზატორები, ასევე აქციის მონაწილეები, რომელთაც „კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს“.

მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.



მსგავსი სიახლეები

4 საათის წინ
5 საათის წინ
6 საათის წინ

იმის პარალელურად, რომ მმართველი გუნდი აგრძელებს ქართველი ხალხის მოტყუებას, თითქოს სურს ევროკავშირთან ურთიერთობის გადატვირთვა და ნორმალიზაცია, არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება იმ მიმართულებით, რაც ევროკავშირს მისცემს შესაძლებლობას, დაიწყოს საქართველოსთან დიალოგი ჩვენ მომავალთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს მმართველი პოლიტიკური ძალა საქართველოს ყველა მოქალაქეს უქმნის საფრთხეს, რომ დაკარგოს ევროკავშირთან ამჟამად არსებული ისეთი მონაპოვარი, როგორიც ვიზალიბერალიზაციაა.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე