სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით კიდევ ერთი აქტივისტი, იმედა კლდიაშვილი დააკავეს.
"საქართველოს მომავლის აკადემიის" წარმომადგენლის, ალექსანდრე ზიბზიბაძის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი საათის წინ [11:06] კლდიაშვილმა მისწერა, რომ აკავებდნენ. მას შემდეგ, კლდიაშვილს ვერ უკავშირდებიან.
"საქართველოს მომავლის აკადემიის" იურისტები ცდილობენ მისი ადგილსამყოფელის დადგენას.
მისი ადვოკატის განცხადებით დაკავებულის ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. მისი ვარაუდით, კლდიაშვილის მიმართ სასამართლო ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე დიდი ალბათობით, დღესვე იმსჯელებს.