ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით, პაპუნა ლოცულაშვილს, რომელზეც სამართალდამცავებმა იძალადეს, ნეკნი გატეხილი და დაბეჟილობები აღენიშნება.  „ვივამედიდან“ გამოწერეს, სახლშია, რომ დაისვენოს. წესით, ხვალ ან ზეგ გვინდა გამოკითხვა. კლინიკამ თქვა, რომ ნეკნი აქვს გატეხილი, ასევე, ხელი აქვს დაზიანებული, რეზინის სარტყელი დაადეს, ასევე აქვს დაბეჟილობები, ტვინის შერყევა არ აქვს. ექიმმა თქვა, რომ სახლში უნდა გააგრძელოს მკურნალობა.

11 საათის წინ
კატეგორიები: RSS პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 83

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით, პაპუნა ლოცულაშვილს, რომელზეც სამართალდამცავებმა იძალადეს, ნეკნი გატეხილი და დაბეჟილობები აღენიშნება.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ლოცულაშვილი კლინიკიდან წუხელვე გაწერეს, თუმცა, ის მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

„ვივამედიდან“ გამოწერეს, სახლშია, რომ დაისვენოს. წესით, ხვალ ან ზეგ გვინდა გამოკითხვა. კლინიკამ თქვა, რომ ნეკნი აქვს გატეხილი, ასევე, ხელი აქვს დაზიანებული, რეზინის სარტყელი დაადეს, ასევე აქვს დაბეჟილობები, ტვინის შერყევა არ აქვს. ექიმმა თქვა, რომ სახლში უნდა გააგრძელოს მკურნალობა.

გამოძიება მიმდინარეობს, გუშინ როგორც ბრალდებულის სტატუსით დაიწყეს მისი გამოკითხვა, თუმცა, ვერ მოხერხდა, რადგან ის შესაბამის სამედიცინო შემოწმებას საჭიროებდა. ჩემი მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღნიშნული საქმე და მეორე საქმე - პოლიციელების მხრიდან ძალადობა წამების მუხლით გადაკვალიფიცირდეს“, - აცხადებს ტყეშელაძე.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, ადვოკატის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა პაპუნა ლოცულაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს, თუმცა, ის მალევე გაათავისუფლეს.

ამასთან, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე