ადვოკატი - პოლიციელები პაპუნა ლოცულაშვილს აგინებდნენ, რადგან თქვა: „კინაღამ გადამიარეთო“, ამის გამო სცემეს! - არ იყო ისე, რომ პაპუნა ვიღაცაში აერიათ, მანქანიდან გადმოხტნენ ადამიანის ცხვირ-პირის დასამტვრევად

11 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი
პოსტი ნახა: 78

გორში, პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაზარალებულების, პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის ადვოკატი, რევაზ რევაზიშვილი განმარტავს, თუ რატომ გაუსწორდნენ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს სამართალდამცავები.

როგორც რევაზიშვილი განმარტავს, პოლიციელებს არავისში არ არევიათ ლოცულაშვილი და მის მიმართ ძალადობა მიზანმიმართულად იმის გამო განახორციელეს, რომ მან სამართალდამცავების მიმართ პრეტენზია გამოთქვა.

„გუშინ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები - პაპუნა ლოცულაშვილი და ლაშა აბისონაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ. ლოცულაშვილი ბანკის თანამშრომელია, ხოლო აბისონაშვილს თავისი საამქრო აქვს, კომბინატის დასახლებაში ავეჯის რესტავრაციას ეწევა. ლოცულაშვილი შესვენებაზე გამოვიდა და მის მეგობარს, აბისონაშვილს შეხვდა. როდესაც ლოცულაშვილი სამსახურში ბრუნდებოდა, პოლიციის განმასხვავებელი ნიშნის გარეშე, თეთრი „შკოდა“ საამქროს ეზოში დიდი სისწრაფით, ლოცულაშვილის მიმართულებით წამოვიდა, ის ეცადა გასცლოდა, მაგრამ ავტომანქანამ მისი მიმართულებით განაგრძო სვლა, პრაქტიკულად შეეჯახა. ლოცულაშვილმა პროტესტი გამოთქვა, ასე რატომ იქცევითო. ავტომანქანიდან 3 პოლიციელი გადმოვიდა, ერთ-ერთმა, რომელიც საჭესთან იჯდა, პირდაპირ ძალადობა დაიწყო. ეს ინფორმაცია არამხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მონაყოლს ეყრდნობა, არამედ, თანხმობაშია, ვიდეოში აღწერილ მოვლენებთან.

დაიწყეს თუ არა ლოცულაშვილზე ძალადობა, საამქროდან აბსოლუტურად შემთხვევით გამოვიდა აბისონაშვილი, მან დაინახა, რომ მის მეგობარზე ძალადობდნენ, ის მივიდა, რომ შუაში ჩამდგარიყო, ლოცულაშვილი ყვიროდა, თუ რატომ ექცეოდნენ ასე და რომ ადვოკატთან დაარეკვინონ, ხვდებოდა, რომ ერთადერთი ხსნა ადვოკატთან დარეკვა იყო. აქვე გეტყვით, რომ რამე საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედება კი არ ხორციელდებოდა, ან რაღაც ფორმით, სამართლებრივ რეჟიმს კი არ იყო ლოცულაშვილი დაქვემდებარებული, უბრალოდ სცემდნენ. პოლიციის თანამშრომლები უფრო აგრესიულები გახდნენ, გაედევნნენ, ძირს დააგდეს და მერე უკვე ის ხდება, რაც კადრებში ჩანს",- განაცხადა რევაზიშვილმა.

კითხვაზე, თუ რას ეუბნებოდნენ პოლიციელები დაზარალებულს, ადვოკატი პასუხობს, რომ ისინი მას აგინებდნენ.

„ეს ლოგიკური კითხვაა, რაღაც ხომ უნდა ეთქვათ პოლიციის თანამშრომლებს, მაგრამ ისინი რასაც ეუბნებოდნენ, იმას მე ვერ გავიმეორებ. პოლიციელები მას აგინებდნენ და უკმაყოფილო იყვნენ იმით, რომ მოქალაქეს, რომელსაც კინაღამ ავტომანქანით გადაუარეს, რატომ თქვა, კინაღამ გადამიარეთო, ამის გამო სცემეს! პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი პირდაპირ გინებით მივიდა და დაუწყო ცემა მხოლოდ იმის გამო, რომ მოქალაქემ მათთვის გასაგონად თქვა, კინაღამ გადამიარეთო.

ეს სამი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. ეს ადამიანები ვიმეორებ, განა რამე საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედების ჩასატარებლად იყვნენ მისულები, ისინი ლოცულაშვილს უბრალოდ ცხვირ-პირს ალეწავდნენ",- აცხადებს რევაზიშვილი.

კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა, პოლიციელებს დაზარალებული ვინმეში არეოდათ, ადვოკატი უარყოფით პასუხს სცემს.

„ვის ვისში რა აერია, ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებთან კონფლიქტი პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს იმ მიზეზით, კინაღამ რომ ავტომანქანით გადაუარეს. მან თქვა, რატომ იქცეოდნენ ასე. ვიღაცაში რომ არეოდათ, ხომ უნდა ეთქვათ, „შენ ის არ ხარ, ჩხრეკა უნდა ჩაგიტაროთო“ და ა.შ. რაღაც ხომ უნდა ექნათ? მათ ასეთი რამ არ გაუკეთებიათ.

აბისონაშვილმა ჩვენება უკვე მისცა, დეტალურად აღწერა, რაც მოხდა, რაც შეეხება ლოცულაშვილს, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩვენება არ მიუცია. იმდენად შოკისმომგვრელია ეს ყველაფერი, შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, ვიღაცაში აერიათ, ან რამე საგამოძიებო მოქმედებას შეცდომით უტარებდნენ სხვა პირს, ეს ასე არ იყო! პირიქით, მანქანიდან გადმოხტნენ ადამიანის ცხვირ-პირის დასამტვრევად. თუ ეშლებოდათ, უნდა ეთქვათ, რომ უნდა გაგჩხრიკოთ, გადაგიყვანოთო. არავითარი ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ, მაგრამ დოკუმენტები როგორც ხდება ხოლმე, ასე შეადგინეს, რომ რაღაც „გააპრავონ". ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მონაყოლს თავი რომ დავანებოთ, კადრებს რომ შეხედავთ, ჩანს რომ მანდ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ? საგამოძიებო მოქმედებებს კი არ ატარებდნენ, უბრალოდ ადამიანს ქუჩური წესებით უსწორდებოდნენ“, - განაცხადა რევაზიშვილმა.

ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში სამართალდამცავები ორ პირს - პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 6 სამართალდამცავი. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინებათ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, გამოძიება დაწყებულია პაპუნა ლოცულაშვილის მიმართაც სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის ინფორმაციით, პაპუნა ლოცულაშვილს, რომელზეც სამართალდამცავებმა იძალადეს, ნეკნი გატეხილი და დაბეჟილობები აღენიშნება.  „ვივამედიდან“ გამოწერეს, სახლშია, რომ დაისვენოს. წესით, ხვალ ან ზეგ გვინდა გამოკითხვა. კლინიკამ თქვა, რომ ნეკნი აქვს გატეხილი, ასევე, ხელი აქვს დაზიანებული, რეზინის სარტყელი დაადეს, ასევე აქვს დაბეჟილობები, ტვინის შერყევა არ აქვს. ექიმმა თქვა, რომ სახლში უნდა გააგრძელოს მკურნალობა.
წინა ახალი ამბავი

შემდეგი ახალი ამბავი
ქრისტიანული მორალი მავალებს ვირწმუნო, რომ ადამიანი შეიძლება გამოსწორდეს, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ასე არ არის - დღეს გველაპარაკებოდა არა განათლების მინისტრი, არამედ იმ სამინისტროს მინისტრის მოადგილე, რომელმაც პატიმრები დაცხრილა - თქვენ მაშინ გადადგომაც ვერ გაბედეთ! - ასე მიმართა ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გივი მიქანაძეს

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე